სამუშაო გეგმა

მოდული 1: პროექტებით სწავლება

აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე

ნაბიჯი 1: პუბლიკაციის დაგეგმვა

დაფიქრდით, როგორ იყენებთ პროექტებს სწავლებაში ან რა სახით გეგმავთ მათ გამოყენებას. რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეთ თქვენს მოსწავლეებს, მშობლებს ან სხვა მასწავლებლებს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით? მოამზადეთ ამომწურავი პასუხები მათ შეკითხვებზე. რისი გათვალისწინება დაგჭირდებათ თქვენს გამოცემაში პროექტებზე დაფუძნებული სწავლების აღწერისას? ქვემოთ წარმოდგენილი მასალა დაგეხმარებათ პუბლიკაციის დაგეგმვის პროცესში.

გრძელვადიანი დაგეგმვა: ჩემი მოდულის გეგმის პირველადი მონახაზი

ნაბიჯი 1: მოდულის გეგმის ან პროექტის ჩარჩოს პირველადი მონახაზი

ნაბიჯი 2: აზროვნების ზედა დონე და 21- საუკუნის უნარ-ჩვევები

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი მოსწავლეებისათვის, რათა  წარმატების მიღწევა შეძლონ. კომპაქტ-დისკზე გახსენით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები საქაღალდეში  ,,აზროვნების უნარ-ჩვევები“. გაეცანით თითოეული უნარ-ჩვევის განმარტებას და განიხილეთ, როგორ აისახება მოცემული უნარ-ჩვევა თქვენს საგნობრივ სწავლებასა და მოსწავლეების სამიზნე ჯგუფში. როგორ შეგიძლიათ მოცემული უნარ-ჩვევების ინტეგრირება თქვენი მოდულის გეგმაში? როგორ წარმოჩინდება მოცემული უნარ-ჩვევები საკლასო პრაქტიკაში?

მოდული 2: მოდულის დაგეგმვა

აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად

ნაბიჯი 2: ჩემი მოდულის გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვების სამუშაო ვარიანტი

1.    განიხილეთ  თქვენი სტანდარტები და ამოცანები.
2.    ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩაწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სამუშაო ვარიანტი.
ზოგადი შეკითხვები
     
თემატური
შეკითხვები
     


შინაარსობრივი
შეკითხვები
     


3.    მოდულის დაგეგმვის ქვეთავში წარმოდგენილი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების საფუძველზე, გადახედეთ თქვენ მიერ შემუშავებულ სამუშაო ვარიანტს.

მოდული  4: სასწავლო ნიმუშების შედგენა

აქტივობა 2. სასწავლო ნიმუშის დაგეგმვა


სასწავლო ნიმუშის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინეთ, თუ რომელი სტანდარტები და ამოცანები,  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გსურთ, რომ დაფაროთ. შემდეგ განსაზღვრეთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნისა და ინფორმაციის ათვისებას და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას მოდულის ფარგლებში.
მოსწავლეებმა მოდულის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა მიზნით შეიძლება შექმნან სასწავლო პროდუქტი. მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან პრეზენტაცია საზოგადოებრივ პროექტზე ან პუბლიკაცია მიღებული ცოდნის სინთეზის მიზნით.

ნაბიჯი 2: სასწავლო ნიმუშის დაკავშირება შეკითხვებთან, ამოცანებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან


ტექნოლოგიების შერჩევამდე განსაზღვრეთ, რა ცოდნის დემონსტრირებას ელით მოსწავლისგან. უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს სასწავლო ნიმუშის დაგეგმვისას.
გახსენით თქვენი მოდულის გეგმა და გადახედეთ სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.

მოდული 5: მოსწავლეების პროექტების შეფასება

აქტივობა1: შეფასების სტრატეგიების განხილვა

ნაბიჯი 1: შეფასების პროცესის ანალიზი ჩემს კლასში


მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სისტემის დაგეგმვისათვის მიმართეთ მოკლე თვითშეფასებას. მოცემული ფორმა დაგეხმარებათ როგორც ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებაში, აგრეთვე, შეფასების გეგმის სხვადასხვა ასპექტის გაუმჯობესებაში. განსაზღვრეთ, რა ადგილს იკავებს მოცემულ შკალაზე თქვენი შეფასების პრაქტიკა.
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის

გრძელვადიანი დაგეგმვა: ფასილიტაციის რესურსების წინასწარ დაგეგმვა

ნაბიჯი 1: ფასილიტაციის რესურსების გამოყენება თქვენი მოდულისთვის


დაამატეთ თქვენი იდეები ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე,  ფასილიტაციის უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარებისათვის.
 

მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით

აქტივობა 1: რესურსების შექმნა ფასილიტაციისათვის

ნაბიჯი 1: საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სტანდარტების (NETS-T) გათვალისწინება


საგანმანათლებლო ტექნოლოგიების NETS-T სტანდარტების ჩამონათვალი

No comments:

Post a Comment